თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა
თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურების დასაფინანსებლად, ჯამში სამ მილიარდ ნახევარ ლარზე მეტის გამოყოფა იგეგმება. დაგეგმილია პოლიციელების და ჯარისკაცების ხელფასების 10%-იანი ზრდა, რაც შეეხება თავდაცვის ინფრასტრუქტურისა და შესაძლებლობების განვითარებას - ამ მიმართულებით 445 მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება.
