გიორგი ბაჩიაშვილსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამასახურში მიმდინარე გამოძიებაზე პოლიტიკური შეფასებები კეთდება
გამოძიების თანახმად , დაკავებული პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე გიორგი ქემოკლიძე, გიორგი ბაჩიაშვილთან შესაძლო კორუფციულ გარიგებაში იმყოფებოდა და მას თავის საკანში წინასწარ შერჩეული პატიმრების შეყვანაში ეხმარებოდა, რის მოტივსაც გიორგი ბაჩიაშვილის მხრიდან საკუთარი ცემის ინსცენირება წარმოადგენდა. პარლამენტის თავმჯდომარე ამ საქმის გარდა საუბრობს საერთაშორისო მედიაში ბაჩიაშვილის მიერ დაკვეთილ სტატიებზეც
