4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 46 ადამიანია დაკავებული, მიმალვაშია ოთხი
46 ადამიანია დაკავებული 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მიმალვაშია ოთხი . შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, ვიდეოსამეთვალყურეო მასალების გაშიფვრისა და სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულთა ნაწილი სამართალდამცველებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა და პოლიციელების მისამართით ისროდა სხვადასხვა მძიმე საგანსა და ქვებს. გარდა ამისა, ისინი ცდილობდნენ პრეზიდენტის სასახლეში შეჭრას, რა დროსაც დააზიანეს სასახლის ეზოს ჯებირები. საქმეზე გამოძიება გრძელდება, დანაშაულის ჩამდენ სხვა პირთა იდენტიფიცირებისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
