მმართველი გუნდი საქართველოს მიმართ არსებულ უსამართლო პოლიტიკურ დამოკიდებულებაზე საუბრობს და ამის კონკრეტული მაგალითებიც მოჰყავს
მათივე თქმით, უსამართლო დამოკიდებულების გაგრძელებაა ჟურნალისტ მზია ამაღლობელისთვის , მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს გადაცემაც. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ეს ფაქტი მიუთითებს მათ შორის იმაზეც, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია საერთაშორისო მედია.
