საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ლატვიასა და მალტასთან გასვლითი მატჩებით განაგრძობს ასპარეზობას
რამაზ სვანაძის გუნდი დღეს, რიგაში, ლატვიის ნაკრებს,ხოლო 14 ოქტომბერს მალტას დაუპირისპირდება. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეფ ჯგუფში საქართველოს ნაკრები 1 ქულით მეოთხე ადგილზეა, ხოლო ლატვია 0 ქულით მეხუთე პოზიციას იკავებს. მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.
