საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრას ხვალ, 11 ოქტომბერს, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ელჩეში გამართავს
„ჯვაროსნები“ ამჟამად ესპანეთში, ალიკანტეში იმყოფებიან და მატჩისთვის სრული დატვირთვით ემზადებიან. საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების დაპირისპირება თბილისის დროით 22:45 წუთზე გაიმართება. გარდა ამისა, „ჯვაროსნები“ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის კიდევ ერთ მნიშვნელოვან შეხვედრას 14 ოქტომბერს თურქეთში ჩაატარებენ.
