ნიუ იორკის გენერალურ პროკურორს საბანკო თაღლითობის მუხლით ბრალი წაუყენეს
საბრალდებო დასკვნის დეტალები ჯერ უცნობია, თუმცა იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, საქმე იპოთეკასთან დაკავშირებულ თაღლითობას ეხება. ფაქტზე კომენტარს არც პროკურორის ადვოკატები აკეთებენ. მედია აღნიშნავს, რომ პროკურორი ტრამპის აქტიური მოწინააღმდეგეა.
