„ძალისხმევის გაერთიანება და თანამშრომლობის გაძლიერება უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად“- ამ სახელწოდებით საერთაშორისო კონფერენციაში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა მიიღო მონაწილეობა
კონფერენცია ბაქოში გაიმართა. სიტყვით გამოსვლისას სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ადგილსამყოფელის დადგენის მიმართულებით, საერთაშორისო თანამშრომლობისა და დანერგილ საუკეთესო პრაქტიკაზე ინფორმაციის გაცვლის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.
