პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ვერის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, ყელისა და ფერდის არეში ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა ორ ადამიანს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებულები შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
