პოლონეთის მოქალაქეების მიმართ თბილისში მომხდარ ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს
ამ საქმეზე ჯამში სამი ადამიანია დაკავებული. ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თბილისში მდებარე ერთ-ერთი რესტორნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა სახის დაზიანებები მიაყენეს პოლონეთის სამ მოქალაქეს, ხოლო ფიზიკური დაპირისპირებისას ერთ ერთმა ბრალდებულმა ბლაგვი საგნის გამოყენებით ფიზიკურად იძალადა მათზე.
