თავდაცვის სამმხრივი მინისტერიალი
თავდაცვის მინისტრი ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ირაკლი ჩიქოვანი აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს თავდაცვის სამმხრივ მინისტერიალში მონაწილეობს. ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა ორმხრივი შეხვედრები გამართა თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან. შეხვედრებზე თავდაცვის სფეროში ორმხრივ ფორმატში არსებული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა რეგიონის უსაფრთხოებისა და განვითარების საფუძველია
