გახსნილი ნარკოდანაშაულის ფაქტები
დიდი ოდენობით ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები და დაპატიმრებული ორი ადამიანი. ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ფარგლებში სამართალდამცველებმა კიდევ ორი საქმე გახსნეს. გამოძიების ინფორმაციით, ერთი მოქალაქე პსილოცინის შემცველ სოკოსა და მარიხუანას ინახავდა, მეორე კი მეთადონის რეალიზაციას ცდილობდა. ბრალდებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ
