ქართველმა მოკრივეებმა ჩეხეთის ქალაქ ოსტრავაში მიმდინარე ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე ისტორიულ შედეგს მიაღწიეს
ქართველმა მოკრივეებმა ჩეხეთის ქალაქ ოსტრავაში მიმდინარე ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე ისტორიულ შედეგს მიაღწიეს. ფინალის საგზური ჩვენი ქვეყნის ხუთმა წარმომადგენელმა მოიპოვა. კონტინენტის პირველობის ოქროს მედლისთვის ლუკა ჩხიკვაძე, ზუკა ჭოჭუა, აკაკი ბასარია, ელნურ აბდულაევი და დავით მხეცაძე იბრძოლებენ. ფინალური ბლოკი ამ წუთებში მიმდინარეობს