განათლების მინისტრი ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მე-10 მინისტერიალში მონაწილეობს, რომელიც მალტაში იმართება
განათლების მინისტრი ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მე-10 მინისტერიალში მონაწილეობს, რომელიც მალტაში იმართება. მინისტერიალის მთავარი მიზანი საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებასა და ევროპული ინსტიტუციების განვითარებაში ახალგაზრდების როლის ხაზგასმაა. გივი მიქანაძემ სიტყვით გამოსვლისას ევროპის ქვეყნებისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება