შინაგან საქმეთა სამინისტრო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პოლონეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის მომხდარი კონფლიქტის ამსახველ კადრებს ასაჯაროებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, პოლონეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის მომხდარი კონფლიქტის ამსახველ კადრებს ასაჯაროებს. კადრებში ჩანს, რომ პოლონეთის მოქალაქეებმა არაფხიზელ მდგომარეობაში დატოვეს რესტორანი. არსებული ინფორმაციით, ისინი უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდნენ საქართველოსა და ქართველებს. იქვე მდგომმა მოქალაქემ, რომელმაც პოლონური ენა კარგად იცოდა, მოუწოდა ნასვამ მამაკაცებს, შეეწყვიტათ ქართველების გინება, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. სამართალდამცველებმა მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცველებმა ორი ადამიანი დააკავეს. დაშავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები კი, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს
