ჩავარდნილი რევოლუციის შემდეგ ევროპის სახალხო პარტია გააქტიურდა
ჩავარდნილი რევოლუციის შემდეგ გააქტიურდა ევროპის სახალხო პარტია. თბილისში, ოთხ ოქტომბერს განვითარებული ძალადობრივი პროცესების ფონზე, EPP ძალადობის შეწყვეტისკენ „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს და არაფერს ამბობს ოპოზიციის და მათი მხარდამჭერების მიერ ხელისუფლების დამხობის მცდელობაზე. ევროპის სახალხო პარტია ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს მიმართავს, დააწესონ მიზანმიმართული სანქციები ბიძინა ივანიშვილის და მისი ხელშემწყობი პირების წინააღმდეგ
