დღეს ევროპარლამენტში ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაენის უნდობლობის საკითხზე ორი კენჭისყრა გაიმართება
ვოტუმი პარლამენტის ორმა პოლიტიკურმა ჯგუფმა- მემარცხენეებმა და ევროპელმა პატრიოტებმა ცალ ცალკე მოითხოვეს. უნდობლობაზე დებატები ექვს ოქტომბერს გაიმართა, სადაც მემარცხენე და მემარჯვენე ევროდეპუტატებმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიაში გამჭვირვალობის ნაკლებობისა და ევროპელების ინტერესების უგულებელყოფის გამო გააკრიტიკეს. მოსალოდნელია, რომ ფონ დერ ლაიენი უნდობლობის გამოცხადებას საკუთარი პოლიტიკური გუნდის, ევროპის სახალხო პარტიის მხარდაჭერით გადაურჩება.
