დონალდ ტრამპის განცხადებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში მემარცხენე ძალადობის ეპიდემიის ესკალაცია მიმდინარეობს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, მემარცხენე ტერორისტები, მათ შორის ანტიფა და სხვა რადიკალი მემარცხენე ექსტრემისტები, ძალადობის კამპანიას ატარებენ სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ. დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ძალადობრივი პროტესტის მონაწილეები დაფინანსებული აგიტატორები და ანარქისტები არიან. ანტიფას შესახებ გამართულ შეხვედრაზე, რადიკალური მემარცხენე ძალადობის მაგალითად ამერიკის გენერალურმა პროკურორმა პორტლენდსა და ჩიკაგოში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლები მოიყვანა. პემ ბონდიმ განაცხადა, რომ ეს არა აქტივიზმი, არამედ ანარქიაა.
