ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა მემილიონე მგზავრს უმასპინძლა
პირველად, წლის ჭრილში, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა მემილიონე მგზავრს უმასპინძლა, რაც უპრეცედენტო ფაქტია ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტის არსებობის ისტორიაში. ბათუმის აეროპორტის მემილიონე მგზავრი, გერმანიის მოქალაქე მიჰალ ნატოვიჩი საქართველოში ტურისტული ვიზიტით შვილებთან ერთად იმყოფებოდა. სამშობლოში ის საზეიმო ღონისძიებითა და სიმბოლური საჩუქრებით გააცილეს. ღონისძიებას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, „ტავ ჯორჯია ბათუმისა“ და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელები დაესწრნენ.
