თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ყაზბეგის გამზირზე მდებარე სკვერის რეაბილიტაცია დაასრულა
სკვერის ტერიტორიაზე, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და გარე განათების სისტემა. განახლებულ რეკრეაციულ სივრცეში დაიდგა საპარკე ავეჯი და ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. დაირგო 382 ძირი სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი. სამუშაოების ღირებულება ნახევარ მილიონ ლარზე მეტია.
