ევროკავშირის ქვეყნების ელჩები შეთანხმდნენ, რომ რუსულ გაზსა და ნავთობზე 2028 წლამდე უარს იტყვიან
ინფორმაციას „როიტერსი“ ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, გეგმას ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყნის ელჩმა დაუჭირა მხარი, თუმცა მას ამ დრომდე აკრიტიკებენ უნგრეთი და სლოვაკეთი, რომლებიც რუსული ნავთობის იმპორტს ეწევიან. თუ კანონი ევროკავშირის დონეზე მიღებული იქნება, ის უნგრეთსა და სლოვაკეთს დაავალდებულებს, შეიმუშაონ ეროვნული გეგმა 2028 წლისთვის რუსულ გაზსა და ნავთობზე უარის თქმისთვის და დაასრულონ ევროპის მრავალწლიანი დამოკიდებულება რუსულ წიაღისეულზე.
