ანდრეი ბაბიშის განცხადება
ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ანოს“ ლიდერმა, ყოფილმა პრემიერმა ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ ის უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის წინააღმდეგი არ არის, თუმცა ეს ჩეხეთის მთავრობის ბიუჯეტის ხარჯზე არ მოხდება.
