უკრაინის უმაღლესმა რადამ მხარი დაუჭირა დადგენილებას, რომლის თანახმადაც, ომის პერიოდში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება იკრძალება
გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 308-მა დეპუტატმა. დადგენილების თანახმად, მოქმედი მერებისა და საკრებულოების უფლებამოსილების ვადა ავტომატურად გაგრძელდება, ვიდრე მშვიდობიან პერიოდში ახალი არჩევნები არ ჩატარდება. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები უკრაინაში ბოლოს 2020 წლის 25 ოქტომბერს ჩატარდა.
