„ისრაელისთვის დიდებული დღეა..." - ასე გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელსა და ჰამასს შორის გაფორმებულ შეთანხმებას
მანამდე დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ისრაელმა და ჰამასმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას, რაც ყველა მძევლის გათავისუფლებას და ღაზიდან ისრაელის ჯარების შეთანხმებულ ხაზამდე გაყვანას ითვალისწინებს.
