ნარკოდანაშაული
განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირებისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფისა და მარიხუანის უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სამართალდამცველებმა წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. დაკავებულის საცხოვრებელ ბინაში მოწყობილი სათბურიდან, ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი 9 ძირი მცენარე „კანაფი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. საცხოვრებელი ბინიდან, ასევე, ამოღებულია 30 სხვადასხვა ზომის მინის ქილა, რომლებშიც მოთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალება „პსილოცინის შემცველი სოკო" და „გამომშრალი მარიხუანა". დანაშაულები 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
