საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი საფრანგეთის ახლად დანიშნულ ელჩს საქართველოში, ოლივიე კურტოს შეხვდა
მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ლევან ჟორჟოლიანმა ფრანგულ მხარესთან ნაყოფიერი პარტნიორობის მზაობა გამოთქვა და ელჩს წარმატებული საქმიანობა უსურვა.
