საფრანგეთში პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს ეძებენ
საფრანგეთის გადამდგარი პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტის თხოვნით, პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებს განაგრძობს, მიზანი პოლიტიკური კრიზისის მიუხედავად მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებაა. ყოფილი პრემიერის სებასტიან ლეკორნუს განცხადებით, პოლიტიკურ ფრაქციებს ბიუჯეტის დამტკიცების სურვილი აქვთ მაგრამ ჯერ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ამის პარალელურად დღეს საღამოს ემანუელ მაკრონი საგანგებო განცხადებას გააკეთებს. „ლე ფიგარო“ არ გამორიცხავს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ეროვნული ასამბლეის დათხოვნის გადაწყვეტილება მიიღოს.
