„ეფ ბი აის“ დირექტორი კეშ პატელი ამერიკელებს არწმუნებს, რომ "დიფ სთეითის" აქტორები პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან
პატელის თქმით, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ სასამართლო და სამართალდამცავი სისტემის პოლიტიზებისა და იარაღად გამოყენების მტკიცებულებებს მიაკვლია. საქმე ეხება ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ 8 რესპუბლიკელ სენატორზე ფარული მიყურადების ფაქტის დამალვას. "ეფ ბი აიმ" "დიფ სთეითის" მიერ გასაიდუმლოებულ დოკუმენტაციას საგანგებოდ გადამალულ საცავში მიაკვლია. რესპუბლიკელი კონგრესმენები აცხადებენ, რომ სენატორების ფარული მოსმენების ფაქტი, ამერიკის ფედერალურ ხელისუფლებაში "დიფ სთეითის" არსებობას კიდევ ერთხელ ამტკიცებს.
