თბილისის მერმა, მთავრობის სხდომაზე მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა
კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში პარტია ქართულმა ოცნებამ უპრეცედენტოდ მაღალი შედეგი აჩვენა. მერი ამბობს, რომ მომდევნო ოთხი წელი იქნება ამბიციური, მრავალფეროვანი და საინტერესო. თბილისი კი იქნება კიდევ უფრო განვითარებული, ევროპული ქალაქი.
