მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა
ისაუბრეს არსებულ თანამშრომლობაზე და განიხილეს სახელმწიფო საწარმოების რეფორმის მიმდინარეობა. ლევან ჟორჟოლიანმა თქვა, რომ დაწყებულია ოპტიმიზაციის პროცესი ენერგეტიკულ კომპანიებსა და საქართველოს რკინიგზაში, რომლის შედეგადაც უკვე რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაიზოგა. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, ასევე სახელმწიფო საწარმოებში შესყიდვების საკითხის მოწესრიგებასა და ამ კუთხით მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე.
