სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა სუსის სასწავლო ცენტრის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, მალხაზ ჩიტაია წარუდგინა
შეხვედრაზე მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ სასწავლო ცენტრი წარმოადგენს უწყების მნიშვნელოვან სტრუქტურულ ერთეულს, რომლის ინსტიტუციური განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტია. ყურადღება გამახვილდა სასწავლო ცენტრის პრესტიჟის ამაღლებასა და ახალგაზრდა კადრების მომზადების მნიშვნელობაზე, რომლებიც თავისი პროფესიული ცოდნით, შეუერთდებიან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რიგებს. მამუკა მდინარაძემ სასწავლო ცენტრის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა გაწეული სამუშაოსთვის და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. ასევე სუსის უფროსმა პირველ მოადგილესთან ერთად სასწავლო ცენტრში განთავსებული ბიბლიოთეკა და უსაფრთხოების ისტორიის მუზეუმი დაათვალიერა.
