ქვეყნისთვის აცილებული საფრთხე და სუსის მიერ აღკვეთილი დივერსიული აქტები
განეიტრალებულ პირთა წრე და ამოღებული დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი საშუალებები. სუსის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა სულხან ფაღავა. ამოღებულია საბრძოლო მასალა, მჭიდები, აირწინაღები, ჩაფხუტები, რადიოგადამცემი მოწყობილობა და 150-მდე სიმ ბარათი. მმართველი გუნდის განცხადებით, ქვეყანამ მაიდნის სცენარი აირიდა. სუსის საქმეში ფიგურანტი ჭულუხაძის ადვოკატი კომენტარს აღარ აკეთებს, ფაღავას ადვოკატი კი, როგორც თავად აცხადებს დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესების გათვალისწინებით საქმეზე არ საუბრობს.