ხელისუფლების დამხობის მცდელობა და შტრუმი პრეზიდენტის სასახლეზე. საგამოძიებო მოქმედებები არ დასრულებულა - საქმეზე ამდროისთვის დაკავებულია 23 ადამიანი
ორგანიზატორებს შორის გუშინ დააკავეს ნანა სანდერი. შინაგან საქმეთა სამინისტრო დამატებით სხვა ადამიანების იდენტიფიცირებისთვის და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მისაცემად განაგრძობს საგამოძიებო მოქმედებებს. დაკავებულების ადვოკატთა ნაწილი აცხადებს რომ ბრალდებულები აქციაზე ყოფნასა და მძიმე საგნების სროლას სამართალდამცველების მიმართ ადასტურებენ, თუმცა ბრალს არ აღიარებენ. თავად დაკავებულები ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვენ.
