ლეგენდარული ქართველი კალათბურთელისა და მწვრთნელის – ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასის გამარჯვებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი გახდა
თესეუმ ტიტულის მოქმედ მფლობელ “ქუთაისი 2010”-ს მოუგო. ეს საქართველოში პირველი ფინალური მატჩია ისტორიაში, რომელშიც სამი ოვერტაიმი გათამაშდა. საუკეთესო მოთამაშედ თესეუსა და საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ალექსანდრე ფევაძე დასახელდა.
