დანიაში 15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებთან წვდომის შეზღუდვას გეგმავენ
დანიაში 15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებთან წვდომის შეზღუდვას გეგმავენ, ინიციატივა მთავრობას ეკუთვნის. როგორც დანიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, აკრძალვა რამდენიმე სოციალურ მედიაპლატფორმას შეეხება. მეტე ფრედერიქსენი დეპუტატებს მოუწოდებს, ინიციატივას მხარი დაუჭირონ. დანიის პრემიერი ასევე მოუწოდებს ევროკავშირს, დაავალდებულოს ტექნოლოგიური კომპანიები, მომხმარებელთა ასაკის ვერიფიკაცია მოახდინონ. გასულ წელს დანიის მოქალაქეები გამოვიდნენ ინიციატივით, ბავშვებს „ტიკტოკთან“, „სნეპ ჩეტთან“ და „ინსტაგრამთან“ წვდომა აეკრძალოს. პეტიციას 50 ათასმა ადამიანმა მოაწერა ხელი.
