იტალიის პრემიერ მინისტრისა და მისი კაბინეტის ორი წევრის წინააღმდეგ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში საჩივარი შევიდა
ჯორჯია მელონის თქმით, საჩივარი დაკავშირებულია ისრაელის მიერ ღაზაში წარმოებულ სამხედრო მოქმედებებთან. იტალიის პრემიერს, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს გენოციდში თანამონაწილეობის ბრალდებას უყენებენ. მელონის ჟურნალისტებისთვის არ უთქვამს, თუ ვინ შეიტანა საჩივარი მასა და მისი მინისტრების წინააღმდეგ.
