ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ქალაქ ჰერდეკეს ახლად არჩეული მერი თავდასხმის შემდეგ კრიტიკულ მდგომარეობაშია
ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. ცივი იარაღით დაჭრილი 57 წლის ირის შტალცერი სახლში შვილმა იპოვა. მან პოლიციას განუცხადა, რომ დედამისს რამდენიმე მამაკაცი ქუჩაში თავს დაესხა და დაჭრილმა სახლამდე მიღწევა შეძლო. მიმდინარეობს მასშტაბური საპოლიციო ოპერაცია. გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა თავდასხმა დაგმო და სამართალდამცავ ორგანოებს სწრაფი გამოძიებისკენ მოუწოდა.
