სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით სამი ადამიანი დააკავა
ისინი ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „კირნათის“ დასაცავ მონაკვეთზე და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედიში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს. დაკავებულებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი თურქეთიდან სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოკვეთეს. დანაშაული 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
