შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ, ჯგუფურად შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ, ჯგუფურად შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 3 ადამიანი დააკავა. ერთი წარსულში ნასამართლევია. დაკავებულებს შორის ორი თურქეთის მოქალაქეა. ბათუმში, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი და ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალა, ელექტრო სასწორი და დიდი ოდენობით ფული. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
