პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვის და გამოყენების ფაქტზე ერთი ადამიანი დააკავა
ბრალდებული სოციალურ ქსელში სხვადასხვა ადამიანს წერდა, რა დროსაც მათ მიერ გადაგზავნილ პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველ ინტიმური შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალას ფარულად, დაზარალებულების ნებართვის გარეშე ინახავდა. ხოლო ერთ-ერთ არასრულწლოვანს ურთიერთობის გასაგრძელებლად უკანონოდ მოპოვებული მასალის გავრცელებით ემუქრებოდა. დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
