ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მარკირებას დაქვემდებარებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავა
ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, უაქციზო სიგარეტები, რომლის საბაზრო ღირებულება 125 100 ლარს შეადგენს. დანაშაული 6-დან 8 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
