ბექა ჭულუხაძის ადვოკატი, რომელსაც მცხეთის ტყეში საბრძოლო მასალა და ასაფეთქებლები ჰქონდა დამალული, ირწმუნება რომ კადრები საქართველოში გადაღებული არ არის
მისი დაცვის ქვეშ მყოფი ქვეყანაში არ იმყოფება. ადვოკატის განცხადებით, ინფრომაცია ოჯახის წევრებმა მიაწოდეს. ბექა ჭულუხაძე ბრალს არ აღიარებს. საუბარია იმ გეგმაზე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აღკვეთა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი წარმომადგენლის მითითებით, საქართველოს მოქალაქემ შეიძინა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი საშუალებები. საბრძოლო მასალის გამოყენებით კი 4 ოქტომბერს ორგანიზებული ჯგუფური ძალადობის და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, დივერსიული აქტები უნდა განხორციელებულიყო, თუმცა სუსმა საფრთხე გაანეიტრალა, რადგან შეძლეს იმ პირთა წრის განეიტრალება, რომლებსაც, სავარუდოდ, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები თბილისის ცენტრში უნდა გადმოეტანათ.
