დავით სონღულაშვილი შიდა ქართლში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი შიდა ქართლს ეწვია. დავით სონღულაშვილი ვაშლის ბაღებში მოსავლის აღების პროცესს გაეცნო. გარდა ამისა, ხილის გადამამუშავებელ საწარმოსაც ეწვია, სადაც არასტანდარტულ ვაშლს ამუშავებენ.
