გამოაშკარავებული შეკვეთილი სტატია
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი გიორგი ბაჩიაშვილის მიერ შეკვეთილი კიდევ ერთი სტატიის შესახებ წერს. 5 ოქტომბერს „ნიუ-იორკ ტაიმსში“ დაბეჭდილ პუბლიკაციაში, ადვოკატის თქმით, მსჯავრდადებულ ბაჩიაშვილის მოსაზრებები უაპელაციოდ არის გაზიარებული, დაზარალებული მხარის პოზიციები კი ზოგადი, აბსტრაქტული სახით არის წარმოჩენილი.
