ელჩები საგარეო უწყებაში
საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში აკრედიტებული ყველა დიპლომატიური უწყების და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი იმყოფებოდა. შეხვედრის მიზანი არჩევნების და თბილისში განვითარებული ძალადობრივი მოვლენების შესახებ ინფორმირება იყო. გერმანიის საელჩოდან შეხვედრას, პეტერ ფიშერის ნაცვლად, წარმომადგენელი დაესწრო. საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო, მაგრამ ძალადობა არც დღეს დაგმო პაველ ჰერჩინსკიმ. ევროკავშირის საელჩოს მომხდარის შეფასება ჩვენ 4 ოქტომბერსვე ვთხოვეთ, თუმცა პასუხი არც ჩვენ მიგვიღია. სიჩუმე იქ, საიდანაც ბევრი და უსაფუძვლო ხმაური ისმის, ხელისუფლებისთვის მიუღებელი და ბევრის მთქმელია.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
