სთრონგმენის მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა ქართველმა სპორტსმენებმა 4 ოქროსა და 1 ვერცხლის მედლით დაასრულეს
სთრონგმენის მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა ქართველმა სპორტსმენებმა 4 ოქროსა და 1 ვერცხლის მედლით დაასრულეს. პლანეტის პირველობის გამარჯვებულები ნიკა სამხარაძე, თორნიკე ხუციშვილი, ვალიკო ფიფია და ნიკა ლეკაიძე გახდნენ, ლაშა ჯოხაძე კი ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დასჯერდა. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზე გავიდა და მხოლოდ მასპინძელ გერმანიას ჩამორჩა.
