ევროპარლამენტმა ვიზალიბერალიზაციის მექანიზმის რეფორმას მხარი დაუჭირა
ევროპარლამენტმა ვიზალიბერალიზაციის მექანიზმის რეფორმას მხარი დაუჭირა. მესამე ქვეყნებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესის გამარტივებას მიემხრო 518 ევროპარლამენტარი, 96-ის წინააღმდეგ. ახალი ზომები შეეხება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მქონე 61 სახელმწიფოს. აქამდე ევროკავშირს ვიზალიბერალიზაციის შეჩერება მიგრაციის, ან უსაფრთხოების რისკთან დაკავშირებული შეზღუდული მიზეზებით შეეძლო. ახალი კანონით კი უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლებელი გახდება, თუ ქვეყანა ადამიანის უფლებებს ან საერთაშორისო სამართლის ნორმებს დაარღვევს. ევროკავშირის საბჭო ახალ წესებს 17 ნოემბერს უყრის კენჭს, ხოლო გამარტივებული მექანიზმი დეკემბერში ამოქმედდება. ვიზალიბერალიზაციის მექანიზმების რეფორმაზე დებატები ევროპარლამენტში გუშინ გაიმართა.
