ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანის საჯარო სკოლაში, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს. მასწავლებლებს შესაბამისი სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. დაჯილდოება ყველა რეგიონში 10 ოქტომბრის ჩათვლით იმართება. დასკვნითი ღონისძიება კი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში 27 ოქტომბერს ჩატარდება.
