განათლების, მინისტრი კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლას ეწვია
განათლების, მინისტრი კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლას ეწვია. მინისტრმა სკოლის თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა და სასწავლო ინფრასტრუქტურა, მათ შორის მოსწავლეთა პანსიონი დაათვალიერა, რომელსაც სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება სჭირდება. პანსიონი, რომელიც კომაროვის სკოლაში ფუნქციონირებს, განათლების, სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, რეგიონების სკოლების 100-ზე მეტ მოსწავლეს სრულიად უსასყიდლოდ აძლევს, სწავლის პარალელურად, საცხოვრებლით სარგებლობის შესაძლებლობას.
