ირაკლი კირცხალიას განცხადება
ელჩების თუ ევრობიუროკრატების განცხადებებმა და ქმედებებმა ევროკავშირთან და ევროპის ქვეყნებთან პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები არ უნდა დაძაბოს. ასეთია მმართველი გუნდის მიდგომა. უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, საქართველოში აკრედიტებული დასავლელი, მათ შორის, ევროკავშირის წევრი კონკრეტული ქვეყნების ელჩების ქმედებები გასცდა დიპლომატიურ საზღვრებს და სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევის აშკარა ნიშნებს შეიცავს. ამის მიუხედავად, ირაკლი კირცხალიას თქმით, „ქართული ოცნება“ მოთმინების პოლიტიკას ატარებს და თავს იკავებს მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღებისგან, მათ შორის, ამა თუ იმ ქვეყნის ელჩის გაძევებისგან.
